---
title: "მუხლი 109. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური მოხსენება — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/109"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "109"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-07-08"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 109. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური მოხსენება — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-07-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 109 (consolidated as of 2026-07-08), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/109

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე წელიწადში ერთხელ, უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. აღნიშნული მოხსენება წერილობითი ფორმით უმაღლეს საბჭოს წარედგინება 31 მარტამდე.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოხსენებით წარდგომის ზუსტ დროს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოხსენების დასრულების შემდეგ შეკითხვების დასმის უფლება აქვთ: კომიტეტის, ფრაქციის და უმაღლესი საბჭოს წევრებს.

4. კომიტეტის, ფრაქციის, უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვთ შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს თითოჯერ.

5. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს.

6. განხილვის დასრულების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 9 ივნისის რეგლამენტი №18-ს - ვებგვერდი, 10.06.2022 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 11 ნოემბრის რეგლამენტი №21 - ვებგვერდი, 14.11.2022 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/108.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/110.md
