---
title: "მუხლი 11¹. უმაღლესი საბჭოს წევრის გასამრჯელო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/11-1"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "11^1"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11¹. უმაღლესი საბჭოს წევრის გასამრჯელო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 11¹ (consolidated as of 2026-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/11-1

1. უმაღლესი საბჭოს წევრისა და უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირის თანამდებობრივ სარგოს უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. უმაღლესი საბჭოს წევრისა და უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგო აისახება უმაღლესი საბჭოს საშტატო ნუსხაში.

2. უმაღლესი საბჭოს წევრს მიეცემა უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ფულადი ანაზღაურება, რომლის ოდენობასაც უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 18 მარტის რეგლამენტი №03 - ვებგვერდი, 19.03.2021 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/11-2.md
