---
title: "მუხლი 114. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნა და მთავრობის დამტკიცება — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/114"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "114"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-07-08"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 114. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნა და მთავრობის დამტკიცება — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-07-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 114 (consolidated as of 2026-07-08), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/114

1. მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციისა და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამის დამტკიცებას კენჭი ეყრება ერთიანად. მთავრობა და სამთავრობო პროგრამა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

2. თუ უმაღლესი საბჭო 2 კვირის ვადაში არ დაამტკიცებს მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი 2 კვირის ვადაში უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის იმავე ან სხვა შემადგენლობას, რომლის დამტკიცებასაც კენჭი ეყრება 2 კვირის ვადაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 6 ნოემბრის რეგლამენტი №15 - ვებგვერდი, 07.11.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/113.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/115.md
