---
title: "მუხლი 117. დაინტერესებული პირების წერილები და იძულებით გადაადგილებულ პირებთან ურთიერთობა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/117"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "117"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 117. დაინტერესებული პირების წერილები და იძულებით გადაადგილებულ პირებთან ურთიერთობა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 117 (consolidated as of 2026-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/117

1. უმაღლესი საბჭოს წევრი იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრების შედეგად მიღებულ ინფორმაციას აწვდის შესაბამის კომიტეტს.

2. კომიტეტი მიღებულ ინფორმაციას 3 თვეში ერთხელ აანალიზებს და რეაგირების შედეგებს აცნობებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს.

3. უმაღლესი საბჭოს წევრები, კომიტეტები, უმაღლესი საბჭოს სხვა სუბიექტები ვალდებული არიან განიხილონ დაინტერესებული პირების წერილები და განცხადებები და პასუხი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აცნობონ ავტორს ერთი თვის ვადაში, თუ კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის რეგლამენტი №09 - ვებგვერდი, 18.06.2020 წ.
თავი XVI
თანამდებობის პირთა განწესება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/116.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/118.md
