---
title: "მუხლი 119. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფლებამოსილება — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/119"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "119"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 119. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფლებამოსილება — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 119 (consolidated as of 2026-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/119

1. უმაღლესი საბჭოს აპარატი ახორციელებს უმაღლესი საბჭოს საქმიანობის სამართლებრივ, ორგანიზაციულ, ანალიტიკურ, დოკუმენტურ, საინფორმაციო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

2. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფლებამოსილებებს განეკუთვნება აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის მართვა და ეკონომიკურ, შრომით, სამართლებრივ და სხვა ურთიერთობებში უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობა, მისი უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება.

3. უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება რეგლამენტითა და უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებით.

4. უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებას უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/118.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/120.md
