---
title: "მუხლი 128. აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/128"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "128"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 128. აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 128 (consolidated as of 2026-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/128

აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 24 თებერვლის №662 და 1995 წლის 14 ივნისის №759 დადგენილებების შესაბამისად, 1991 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში და 1992 წელს აფხაზეთიდან საქართველოს პარლამენტში არჩეული შესაბამისი წევრებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/127.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/129.md
