---
title: "მუხლი 16. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/16"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "16"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 16 (consolidated as of 2026-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/16

1. უმაღლესი საბჭო 5 წლის ვადით, რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით უმაღლესი საბჭოს წევრთაგან ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს.

2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ:
ა) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს;
ბ) ფრაქციას ან უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ხუთკაციან ჯგუფს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის დასახელების შესახებ წერილობით განცხადებას წარუდგენენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, რომელსაც საკითხი რეგლამენტით დადგენილი წესით შეაქვს უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილმა კანდიდატმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, მისი წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს უფლება აქვთ, წარადგინონ იგივე ან ახალი კანდიდატი ერთი კვირის ვადაში და იმართება ხელახალი კენჭისყრა. ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ ორჯერ.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების საჭირო რაოდენობას, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის 3 სექტემბრის რეგლამენტი №13 - ვებგვერდი, 04.09.2026 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/17.md
