---
title: "მუხლი 2. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/2"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "2"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 2 (consolidated as of 2026-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/2

1. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა) ხალხის ინტერესების უზენაესობა;
ბ) საკითხთა თავისუფალი და კოლეგიური განხილვა და გადაწყვეტა;
გ) საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის განუხრელი დაცვა;
დ) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების დაცვა და პატივისცემა;
ე) საჯაროობა;
ვ) გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა.

2. უმაღლესი საბჭოს სამუშაო ენებია ქართული და აფხაზური.

3. უმაღლესი საბჭოს ადგილსამყოფელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი სოხუმი, დროებითი ადგილსამყოფელი – ქ. თბილისი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/3.md
