---
title: "მუხლი 20. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილება — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/20"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "20"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილება — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 20 (consolidated as of 2026-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/20

1. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეცნობება უმაღლეს საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.

2. უმაღლეს საბჭოს შეუძლია გააუქმოს ან შეცვალოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.

3. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილება ფორმდება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომის ოქმით. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომის ოქმის ამონაწერი დანიშნულებისამებრ იგზავნება.
თავი V
უმაღლესი საბჭოს კომიტეტები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/21.md
