---
title: "მუხლი 21. კომიტეტების საქმიანობის საფუძვლები — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/21"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "21"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. კომიტეტების საქმიანობის საფუძვლები — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 21 (consolidated as of 2026-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/21

1. საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულებისთვის ხელის შეწყობას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლს უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს კომიტეტების მეშვეობით.

2. უმაღლესი საბჭოს კომიტეტებია:
ა) ადამიანის უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტი;
ბ) იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი;
გ) საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტი;
დ) საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი;
ე) (ამოღებულია - 08.07.2026, №09).

3. კომიტეტების საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

4. კომიტეტის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, რეგლამენტითა და კომიტეტის დებულებით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 25 მაისის რეგლამენტი №06 - ვებგვერდი, 27.05.2021 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 6 ოქტომბრის რეგლამენტი N18 - ვებგვერდი, 07.10.2021 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 27 დეკემბრის რეგლამენტი N26 - ვებგვერდი, 29.12.2021 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის 8 ივლისის რეგლამენტი N09 - ვებგვერდი, 09.07.2026 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/22.md
