---
title: "მუხლი 23. კომიტეტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/23"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "23"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-07-08"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. კომიტეტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-07-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 23 (consolidated as of 2026-07-08), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/23

1. კომიტეტის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის შემადგენლობიდან. მან ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს ფრაქციის თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.

2. კომიტეტის წევრის უფლებამოსილება წყდება: ა) მის მიერ კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან; ბ) მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან; გ) მისი კომიტეტის წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან; დ) რეგლამენტის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 6 ოქტომბრის რეგლამენტი N18 - ვებგვერდი, 07.10.2021 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/24.md
