---
title: "მუხლი 39. ფრაქციის შექმნა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/39"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "39"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. ფრაქციის შექმნა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 39 (consolidated as of 2026-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/39

1. ფრაქციის შექმნის უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 5 წევრს.

2. ფრაქციის შექმნის მსურველი უმაღლესი საბჭოს წევრები შეიმუშავებენ სხვა ფრაქციისგან განსხვავებულ ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმასა და წესდებას.

3. ფრაქციის წესდებით წესრიგდება ფრაქციის შიდაორგანიზაციული საკითხები.

4. ფრაქციის წესდებით უნდა განისაზღვროს ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელების წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოების შექმნისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და მათი კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები, ამოცანები, სტრუქტურა და წესდების გადასინჯვის პროცედურა.

5. ფრაქციის თანამდებობის პირი არის ფრაქციის თავმჯდომარე. მისი უფლებამოსილება, არჩევის, გადაყენების და გადადგომის წესი განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.

6. ფრაქცია შექმნილად ითვლება მასში გაერთიანებული უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 5 წევრის მიერ ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების მიღების მომენტიდან.

7. ახალშექმნილი ფრაქციის რეგისტრაცია სავალდებულოა. ახალშექმნილი ფრაქცია რეგისტრაციამდე ახორციელებს რეგლამენტის მე-40 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/40.md
