---
title: "მუხლი 4. ვადების ათვლის წესი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/4"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "4"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ვადების ათვლის წესი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 4 (consolidated as of 2026-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/4

1. ვადები, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით დღეებით არის განსაზღვრული, გულისხმობს კალენდარულ დღეებს.

2. ვადები, რომლებიც ამ რეგლამენტით დღეებით არის განსაზღვრული, გულისხმობს სამუშაო დღეებს, გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით განსაზღვრული ვადებისა და კანონითა და ამ რეგლამეტით პირდაპირ გათვალისწინებული კალენდარული დღეებისა.

3. უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში რეგლამენტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით გათვალისწინებული შემთხვევისა. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში ვადის დინების გაგრძელებისა და საკითხის განხილვის თაობაზე.
თავი II
უმაღლესი საბჭოს წევრი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/5.md
