---
title: "მუხლი 40. ფრაქციის რეგისტრაცია — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/40"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "40"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-07-08"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. ფრაქციის რეგისტრაცია — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-07-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 40 (consolidated as of 2026-07-08), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/40

1. ფრაქციას რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა რეგისტრაციის მომენტიდან.

2. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს.

3. ფრაქციის რეგისტრაციისათვის ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის შექმნიდან 1 კვირის ვადაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ გადასცემს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს უახლოეს სხდომაზე. თუ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უახლოეს სხდომაზე არ მიიღებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სხვა მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილება ეცნობება უმაღლეს საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.

4. თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს რეგლამენტის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს, მას უარი ეთქმება რეგისტრაციაზე. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 6 ოქტომბრის რეგლამენტი N18 - ვებგვერდი, 07.10.2021 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/41.md
