---
title: "მუხლი 48. დროებითი კომისიის თანამდებობის პირი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/48"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "48"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. დროებითი კომისიის თანამდებობის პირი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 48 (consolidated as of 2026-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/48

1. დროებითი კომისიის თანამდებობის პირი არის დროებითი კომისიის თავმჯდომარე.

2. დროებითი კომისიის თანამდებობის პირი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად.

3. დროებითი კომისიის თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს კომისიას უმაღლეს საბჭოში და მის გარეთ;
ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
გ) კოორდინაციას უწევს კომისიის წევრთა საქმიანობას;
დ) ხელს აწერს კომისიის აქტებს და მისი სხდომების ოქმებს;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/49.md
