---
title: "მუხლი 49. დროებითი კომისიის თავმჯდომარის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/49"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "49"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. დროებითი კომისიის თავმჯდომარის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 49 (consolidated as of 2026-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/49

1. დროებითი კომისიის თავმჯდომარეს კომისიის წევრთაგან კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისია.

2. დროებითი კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომისიის წევრთა ერთ მესამედზე მეტს.

3. თუ დროებითი კომისიის თავმჯდომარის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ამ ორ კანდიდატს შორის იმართება მეორე ტური, რომელშიც არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო. ხმების თანაბრად გაყოფისას არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

4. თუ ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად დროებითი კომისიის თავმჯდომარე ვერ აირჩა, იგი აირჩევა წილისყრით.

5. დროებით კომისიას კომისიის სიითი შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის ინიციატივით უფლება აქვს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ნებისმიერ დროს თანამდებობიდან გადააყენოს კომისიის თავმჯდომარე.

6. დროებითი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ცნობად იღებს დროებითი კომისია.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებებისა და ინფორმაციის შესახებ დროებითმა კომისიამ უნდა აცნობოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/50.md
