---
title: "მუხლი 5. უმაღლესი საბჭოს წევრის მანდატი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/5"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "5"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. უმაღლესი საბჭოს წევრის მანდატი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 5 (consolidated as of 2026-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/5

1. უმაღლესი საბჭოს წევრი არის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითადი სუბიექტი. უმაღლესი საბჭოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია.

2. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა დაუშვებელია.

3. თავისუფალი მანდატი უმაღლესი საბჭოს წევრს არ ათავისუფლებს რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩევლებთან მუშაობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა პასუხისმგებლობისაგან.

4. უმაღლესი საბჭოს წევრს აქვს უმაღლესი საბჭოს წევრის მოწმობა და სამკერდე ნიშანი, რომელთა ნიმუშებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/6.md
