---
title: "მუხლი 50. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/50"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "50"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 50. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 50 (consolidated as of 2026-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/50

1. დროებითი კომისიის წევრს უფლება აქვს პირადი განცხადებით გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.

2. დროებითმა კომისიამ შეიძლება თავისი შემადგენლობიდან გარიცხოს წევრი, თუ იგი არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 კვირის განმავლობაში არ მონაწილეობდა კომისიის მუშაობაში, არ ესწრებოდა მის სხდომებს, აგრეთვე გადაამეტა თავის უფლებამოსილებას. დროებითი კომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა არანაკლებ ორი მესამედით და ამის შესახებ აცნობებს უმაღლეს საბჭოს.

3. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის სხვა საფუძვლები განისაზღვრება რეგლამენტის 41-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით.

4. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ფრაქციას უფლება აქვს წარადგინოს ახალი წევრი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/49.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/51.md
