---
title: "მუხლი 57³. უმაღლესი საბჭოს საკონსულტაციო საბჭო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/57-3"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "57^3"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 57³. უმაღლესი საბჭოს საკონსულტაციო საბჭო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 57³ (consolidated as of 2026-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/57-3

1. უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავების მიზნით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება უმაღლესი საბჭოს საკონსულტაციო საბჭო.

2. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

3. საკონსულტაციო საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საკონსულტაციო საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

4. უმაღლესი საბჭოს საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 5 მაისის რეგლამენტი N13 - ვებგვერდი, 05.05.2022 წ.
თავი IX
უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/57-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/58.md
