---
title: "მუხლი 59. მორიგი სესიის მუშაობის განრიგი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/59"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "59"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. მორიგი სესიის მუშაობის განრიგი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 59 (consolidated as of 2026-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/59

1. უმაღლესი საბჭოს მორიგი პლენარული სხდომა იმართება, როგორც წესი, სასესიო პერიოდის ყოველ ოთხშაბათს. დანარჩენი დრო ეთმობა ამომრჩევლებთან შეხვედრებს და კომიტეტების მუშაობას. უმაღლესი საბჭოს წევრების ამომრჩევლებთან შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფენ ფრაქციათა აპარატები.

2. უმაღლესი საბჭოს მორიგი სესიის მსვლელობისას პლენარული სხდომები, როგორც წესი, არ იმართება კანონით გათვალისწინებულ დასვენების და უქმე დღეებში. კანონით გათვალისწინებულ დასვენების და უქმე დღეებში უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომების გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

3. საჭიროების შემთხვევაში უმაღლეს საბჭოს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, ცვლილება შეაქვს თავისი მუშაობის განრიგში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 3 მაისის რეგლამენტი N12 - ვებგვერდი, 05.05.2022 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/60.md
