---
title: "მუხლი 64. პოლიტიკური დებატები — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/64"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "64"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 64. პოლიტიკური დებატები — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 64 (consolidated as of 2026-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/64

1. უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით, წინაწარ განსაზღვრულ საკითხზე, თვეში ერთხელ ინიშნება პოლიტიკური დებატები.

2. თუ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისათვის თითოეულ ფრაქციას ეძლევა 15 წუთი, ხოლო უმაღლესი საბჭოს თითოეულ დამოუკიდებელ წევრს – 5 წუთი. თავდაპირველად სიტყვით გამოდიან უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები, შემდეგ – ფრაქციების წარმომადგენლები. ფრაქცია გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავს გამომსვლელთა რაოდენობას და მათზე დროის გადანაწილების სქემას. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების შეთანხმების საფუძველზე განსხვავებულად განსაზღვროს გამომსვლელთა თანამიმდევრობა. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება არა აქვს, მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო უმაღლესი საბჭოს სხვა წევრს დაუთმოს. გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.

3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, პოლიტიკური დებატების ბოლოს ისარგებლოს 15-წუთიანი გამოსვლის უფლებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/63.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/65.md
