---
title: "მუხლი 67. კენჭისყრის ფორმა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/67"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "67"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 67. კენჭისყრის ფორმა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 67 (consolidated as of 2026-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/67

1. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა არის ღია (ხელის აწევა, სიის ამოკითხვა­ – სახელობითი კენჭისყრა) ან ფარული (ბიულეტენებით კენჭისყრა რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში).

2. კენჭისყრა ყოველთვის ღიაა, გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ფარული კენჭისყრის წინ უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის ფორმას.

4. უმაღლესი საბჭოს წევრი კენჭისყრის დროს თავის ნებას გამოხატავს როგორც მომხრე ან წინააღმდეგი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/66.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/68.md
