---
title: "მუხლი 96. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის განხილვა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/96"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "96"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 96. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის განხილვა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 96 (consolidated as of 2026-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/96

1. უმაღლეს საბჭოსთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ყოველი წლის 15 ივნისამდე წარუდგენს მას ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის განხილვასა და შეთანხმებას ორგანიზებას უწევს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი.

3. უმაღლესი საბჭოს კომიტეტები და ფრაქციები უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ და მიიღონ საჭირო ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან, სამინისტროებიდან, სხვა უწყებებიდან, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებიდან.

4. უმაღლესი საბჭოს კომიტეტები, როგორც წესი, მათ გამგებლობას მიკუთვნებული სფეროების მიხედვით განიხილავენ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც არაუგვიანეს 25 ივნისისა წარედგინება უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, რომელიც მათ თავის დასკვნასთან და წინადადებებთან (შენიშვნებთან) ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის გადაგზავნის მიზნით გადასცემს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნულ მასალებს არაუგვიანეს 30 ივნისისა უგზავნის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/95.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/97.md
