---
title: "მუხლი 11. საკონსულო ფუნქციები — საკონსულო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/11"
law: "საკონსულო საქმიანობის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 1682950"
adopted: "2012-06-12"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. საკონსულო ფუნქციები — საკონსულო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საკონსულო საქმიანობის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/11

1. საკონსულო ფუნქციები არის საკონსულო თანამდებობის პირის ხელთ არსებული იმ სამართლებრივი მექანიზმების ერთობლიობა, რომელთა განხორციელების უფლებამოსილება გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, დასაშვებია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით და შესაძლებელია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.

2. საკონსულო ფუნქციები იყოფა ძირითად და დელეგირებულ საკონსულო ფუნქციებად.

3. ძირითადი საკონსულო ფუნქციებია:
ა) კონსულტაციის გაწევა;
ბ) სამართლებრივი დაცვა;
გ) შუამდგომლობა;
დ) საკონსულო ოლქის ფარგლებში სავაჭრო, ეკონომიკურ, კულტურულ, სამეცნიერო, ტრანსპორტის, ტურიზმისა და სამართლებრივ სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობა;
ე) საკონსულო ოლქის შემოვლა;
ვ) საკონსულო სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების შესრულების საერთო ზედამხედველობა;
ზ) საკონსულო ლეგალიზაცია;
თ) საქართველოს ვიზის გაცემა;
ი) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა;
კ) საკონსულო აღრიცხვის წარმოება;
ლ) საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა;
მ) სანოტარო მოქმედებების შესრულება;
ნ) საქართველოს საზღვაო, საჰაერო, საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების საკონსულო მომსახურება.

4. დელეგირებული საკონსულო ფუნქციებია:
ა) საქართველოს მოქალაქეობასა და მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები;
ბ) საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებული საკითხები;
გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები;
დ) მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2481 - ვებგვერდი, 29.05.2014წ.
თავი V. ძირითადი საკონსულო ფუნქციები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/12.md
