---
title: "მუხლი 12. კონსულტაციის გაწევა — საკონსულო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/12"
law: "საკონსულო საქმიანობის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 1682950"
adopted: "2012-06-12"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. კონსულტაციის გაწევა — საკონსულო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საკონსულო საქმიანობის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/12

1. საკონსულო თანამდებობის პირი საქართველოს ფიზიკური ან იურიდიული პირის მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას ინფორმაციას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის, სოციალური დაცვის, სამედიცინო დახმარების, შრომითი საკითხების, მიგრაციისა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ყოფნის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.

2. საკონსულო თანამდებობის პირი საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აწვდის შესაბამის ინფორმაციას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არსებული იურიდიული (საადვოკატო) ბიუროების, ქართული ენის თარჯიმნების, ქართული სკოლების, სათვისტომოებისა და ეკლესიების ადგილმდებარეობის თაობაზე, ასევე აძლევს მათ რჩევებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ჩვეულებების, ტრადიციების, უსაფრთხოებისა და სხვა აუცილებელი საკითხების შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/13.md
