---
title: "მუხლი 15. საკონსულო ოლქის ფარგლებში სავაჭრო, ეკონომიკურ,  კულტურულ, სამეცნიერო, ტრანსპორტის, ტურიზმისა და სამართლებრივ სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობა — საკონსულო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/15"
law: "საკონსულო საქმიანობის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 1682950"
adopted: "2012-06-12"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. საკონსულო ოლქის ფარგლებში სავაჭრო, ეკონომიკურ,  კულტურულ, სამეცნიერო, ტრანსპორტის, ტურიზმისა და სამართლებრივ სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობა — საკონსულო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საკონსულო საქმიანობის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/15

1. საკონსულო თანამდებობის პირი თანამშრომლობს მისი საკონსულო ოლქის ფარგლებში ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო, ტრანსპორტის, ტურიზმისა და სამართლის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების მიზნით.

2. საკონსულო თანამდებობის პირი ხელს უწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სფეროებში ადგილსამყოფელი სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეთა დაახლოებას, მათ შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებას.

3. საკონსულო თანამდებობის პირი ხელს უწყობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოსა და საქართველოში სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიების გამართვას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/16.md
