---
title: "მუხლი 18. საკონსულო ლეგალიზაცია — საკონსულო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/18"
law: "საკონსულო საქმიანობის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 1682950"
adopted: "2012-06-12"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. საკონსულო ლეგალიზაცია — საკონსულო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საკონსულო საქმიანობის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/18

1. საკონსულო თანამდებობის პირი ახდენს იმ დოკუმენტებისა და აქტების საკონსულო ლეგალიზაციას, რომლებიც შეადგინა საკონსულო ოლქის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანომ ან დაადასტურა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში აკრედიტებულმა მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან საკონსულო დაწესებულებამ საქართველოს ტერიტორიაზე მათი გამოყენების მიზნით.

2. საკონსულო ლეგალიზაციის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/19.md
