---
title: "მუხლი 2. საკონსულო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები — საკონსულო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/2"
law: "საკონსულო საქმიანობის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 1682950"
adopted: "2012-06-12"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. საკონსულო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები — საკონსულო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საკონსულო საქმიანობის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/2

1. საკონსულო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი, ეს კანონი და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები.

2. საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას, ჩვეულებებსა და ტრადიციებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/3.md
