---
title: "მუხლი 23. სანოტარო მოქმედებების შესრულება — საკონსულო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/23"
law: "საკონსულო საქმიანობის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 1682950"
adopted: "2012-06-12"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. სანოტარო მოქმედებების შესრულება — საკონსულო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საკონსულო საქმიანობის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/23

1. საკონსულო თანამდებობის პირი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს:
ა) ადასტურებს/აუქმებს ანდერძს;
ბ) ადასტურებს/აუქმებს მინდობილობას/რწმუნებულებას;
გ) ამოწმებს დოკუმენტის ასლს ან/და დოკუმენტიდან ამონაწერს ან/და გასცემს დოკუმენტის ასლს;
დ) ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას;
ე) ამოწმებს დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმანის სისწორეს;
ვ) ადასტურებს პირის ცოცხლად ყოფნის ფაქტს;
ზ ადასტურებს განსაზღვრულ ადგილას პირის ყოფნის ფაქტს;
თ) ადასტურებს პირის ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობას;
ი) ადასტურებს დოკუმენტის წარდგენის დროს;
კ) ასრულებს საზღვაო პროტესტს.

2. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ სანოტარო მოქმედებების შესრულების წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/24.md
