---
title: "მუხლი 24. საქართველოს საზღვაო, საჰაერო, საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების საკონსულო მომსახურება — საკონსულო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/24"
law: "საკონსულო საქმიანობის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 1682950"
adopted: "2012-06-12"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. საქართველოს საზღვაო, საჰაერო, საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების საკონსულო მომსახურება — საკონსულო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საკონსულო საქმიანობის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/24

1. საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია ყოველმხრივ შეუწყოს ხელი საქართველოს საზღვაო, საჰაერო, საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისას.

2. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ფუნქციის შესრულების წესი განისაზღვრება მინისტრისა და ამ კანონის 29-ე მუხლის მე-4−მე-6 პუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი დარგობრივი მინისტრების ერთობლივი ბრძანებებით.
თავი VI. დელეგირებული საკონსულო ფუნქციები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/25.md
