---
title: "მუხლი 26. საქართველოს საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საკონსულო დაწესებულების გახსნა, საქართველოს საპატიო კონსულის დანიშვნა და მის მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულება — საკონსულო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/26"
law: "საკონსულო საქმიანობის შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 1682950"
adopted: "2012-06-12"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. საქართველოს საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საკონსულო დაწესებულების გახსნა, საქართველოს საპატიო კონსულის დანიშვნა და მის მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულება — საკონსულო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საკონსულო საქმიანობის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/26

1. სამინისტრომ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით ცალკეული საკონსულო ფუნქციების შესრულება შეიძლება დაავალოს საქართველოს საპატიო კონსულს.

2. საქართველოს საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საკონსულო დაწესებულების გახსნის, საქართველოს საპატიო კონსულის დანიშვნის და მის მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულების საკითხები რეგულირდება „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2377 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/27.md
