---
title: "მუხლი 28. საკონსულო მოსაკრებელი — საკონსულო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/28"
law: "საკონსულო საქმიანობის შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 1682950"
adopted: "2012-06-12"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. საკონსულო მოსაკრებელი — საკონსულო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საკონსულო საქმიანობის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/28

1. საკონსულო მოსაკრებელი არის საკონსულო ფუნქციების შესრულებისათვის ან/და საკონსულო მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი თანხა, რომელიც ასახავს შესაბამისი საკონსულო ფუნქციის პოლიტიკურ მნიშვნელობასა და ეკონომიკურ ღირებულებას.

2. საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, აგრეთვე ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე.

3. მოქალაქეობის არმქონე პირი საკონსულო მოსაკრებელს გადაიხდის იმ ოდენობით, რომელიც გათვალისწინებულია იმ ქვეყნის მოქალაქეთათვის, სადაც მოქალაქეობის არმქონე პირს აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

4. საკონსულო მოსაკრებლის სახეები და განაკვეთები განისაზღვრება კანონით.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2377 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
თავი IX. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/27-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/29.md
