---
title: "მუხლი 29. გარდამავალი დებულებები — საკონსულო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/29"
law: "საკონსულო საქმიანობის შესახებ"
article: "29"
identifier: "matsne 1682950"
adopted: "2012-06-12"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. გარდამავალი დებულებები — საკონსულო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საკონსულო საქმიანობის შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/29

1. მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უზრუნველყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მტკიცდება საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამა და განისაზღვრება ამ პროგრამის გავლის წესი და პირობები.

2. მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემა, რომლებითაც განისაზღვრება:
ა) საკონსულო დაწესებულების გახსნის წესი და ტიპობრივი დებულება;
ბ) საკონსულო ფუნქციების შესრულების ზოგადი წესი.

3. მინისტრმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება საკონსულო თანამდებობის პირის მიერ სანოტარო მოქმედებების შესრულების წესი.

4. მინისტრმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.

5. მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.

6. მინისტრმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.

7. ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება ამავე კანონის ამოქმედების მომენტისათვის როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში მყოფ პირზე მისი როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის ამოწურვამდე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/30.md
