---
title: "მუხლი 6. საკონსულო დაწესებულებები — საკონსულო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/6"
law: "საკონსულო საქმიანობის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 1682950"
adopted: "2012-06-12"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. საკონსულო დაწესებულებები — საკონსულო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საკონსულო საქმიანობის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/6

1. საკონსულო დაწესებულებებია:
ა) საქართველოს გენერალური საკონსულო;
ბ) საქართველოს საკონსულო;
გ) საქართველოს ვიცე-საკონსულო;
დ) საქართველოს საკონსულო სააგენტო.

2. საკონსულო დაწესებულება იხსნება მინისტრის ბრძანებით, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.

3. საკონსულო დაწესებულების გახსნის წესსა და ტიპობრივ დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/7.md
