---
title: "მუხლი 8. საკონსულო თანამდებობის პირის დანიშვნა და განთავისუფლება — საკონსულო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/8"
law: "საკონსულო საქმიანობის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 1682950"
adopted: "2012-06-12"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. საკონსულო თანამდებობის პირის დანიშვნა და განთავისუფლება — საკონსულო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საკონსულო საქმიანობის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/8

1. საკონსულო  თანამდებობის  პირად  შეიძლება  დაინიშნოს  პირი, რომელიც აკმაყოფილებს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, დიპლომატიური თანამდებობის პირის როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნისთვის აუცილებელ მოთხოვნებს, გავლილი აქვს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური სასწავლო პროგრამა და მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატი.

2. საკონსულო თანამდებობის პირის დანიშვნისა და განთავისუფლების ზოგადი საფუძვლები და წესი განისაზღვრება ამ კანონით, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის მოთხოვნა არ ვრცელდება უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირსა და უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირზე.

4. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობაზე დანიშვნისას სამინისტროსგან იღებს წერილობით რწმუნებას − საკონსულო პატენტს.

5. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი საკონსულო ფუნქციების შესრულებას შეუდგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობის − ეგზეკვატურის − მიღების შემდეგ.

6. საჭიროების შემთხვევაში და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი შეიძლება საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად მივლინებულ იქნეს ეგზეკვატურის მიღებამდე.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2377 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4140 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.
საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1398 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/9.md
