---
title: "მუხლი 9. საკონსულო თანამდებობის პირის მოვალეობის დროებით შემსრულებლის დანიშვნა — საკონსულო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/9"
law: "საკონსულო საქმიანობის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 1682950"
adopted: "2012-06-12"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. საკონსულო თანამდებობის პირის მოვალეობის დროებით შემსრულებლის დანიშვნა — საკონსულო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საკონსულო საქმიანობის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/9

1. საკონსულო თანამდებობის პირის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობას დროებით ასრულებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, მათ შორის, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.

2. თუ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დანიშნულია ერთზე მეტი საკონსულო თანამდებობის პირი, ერთ-ერთი მათგანის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის დროებით შესრულება დაეკისრება სხვა საკონსულო თანამდებობის პირს. სხვა საკონსულო თანამდებობის პირის არარსებობის შემთხვევაში შეიძლება მინისტრის გადაწყვეტილებით შეიზღუდოს ზოგიერთი საკონსულო ფუნქციის შესრულება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საკონსულო ფუნქციების შესრულების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო საკონსულო ფუნქციების დროებით შესასრულებლად შეიძლება მივლინებულ იქნეს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დიპლომატიური თანამდებობის პირი.

4. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის დროებით შესრულება მინისტრის გადაწყვეტილებით დაეკისრება ამ საკონსულო დაწესებულების თანამდებობრივად ყველაზე ზემდგომ საკონსულო თანამდებობის პირს. თუ ასეთი თანამდებობის პირი ორი ან ორზე მეტია, მათგან ერთ-ერთს დასანიშნად წარადგენს აღნიშნული საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი.
საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1398 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/10.md
