---
title: "მუხლი 1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სტატუსი — საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1695961-sakartvelos-savachro-samrewvelo-palatis-shesakheb/1"
law: "საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 1695961"
adopted: "2012-06-28"
consolidated_as_of: "2025-11-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სტატუსი — საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2025-11-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1695961-sakartvelos-savachro-samrewvelo-palatis-shesakheb/1

1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ( შემდგომ − პალატა) არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცი ა, რომელიც აერთიანებს საქართველოს , აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობათა შესაბამისად შექმნილ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ა და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს და საქართველოს კანონმდებლობი თ დადგენილი წესით რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს და მათ გაერთიანებებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მეწარმე სუბიექტები და მათი გაერთიანებები ნებაყოფლობით რეგისტრირდებიან პალატის წევრებად, მათი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ. პალატა წარმოადგენს რეზიდენტი ბიზნესსუბიექტების ინტერესებს ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლების გარეთ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა რეზიდენტი ბიზნესსუბიექტები პალატის წევრები. პალატის, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრობა ავტომატურად არ წარმოშობს მეწარმე სუბიექტებისა და მათი გაერთიანებებისათვის სავალდებულო საწევრო შენატანის გადახდის ვალდებულებას. მეწარმე სუბიექტებს და მათ გაერთიანებებს უფლება აქვთ, საწევრო შენატანი ნებაყოფლობით გადაიხადონ.

3. პალატა თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის ა და პალატის წესდების საფუძველზე. პალატის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

4. პალატ ის საქმიანობაზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/1695961-sakartvelos-savachro-samrewvelo-palatis-shesakheb/2.md
