---
title: "მუხლი 4. პალატის უფლებები — საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1695961-sakartvelos-savachro-samrewvelo-palatis-shesakheb/4"
law: "საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 1695961"
adopted: "2012-06-28"
consolidated_as_of: "2025-11-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. პალატის უფლებები — საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-11-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1695961-sakartvelos-savachro-samrewvelo-palatis-shesakheb/4

1. პალატას უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური და სხვა საკითხების შესახებ კანონპროექტების შემუშავებასა და განხილვაში, განახორციელოს ეკონომიკის სფერო ს ნორმატიული აქტების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტიზა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები; ბ) ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისას გაწეული მომსახურებისათვის ხელშეკრულებ ის საფუძველზე დააწესოს საფასური; გ) ააშენოს, შეიძინოს და საქართველოს კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი ნებისმიერი ფორმით მიიღოს პალატის საქმიანობისათვის საჭირო მოძრავი და უძრავი ქონება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ; დ) დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადოს გარიგებები ; ე) წარმოადგინოს ადგილობრივ ი მეწარმე სუბიექტების ინტერესები საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებში, ითანამშრომლოს მათთან და გახდეს მათი წევრი ; ვ) ამ კანონით განსაზღვრული გარკვეული საქმიანობისა და ფუნქციების დელეგირების მიზნით დააფუძნოს კერძო სამართლის სუბიექტები; ზ) მოახდინოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული გარკვეული ფუნქციების სრული ან ნაწილობრივი დელეგირება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატებისათვის, ტერიტორიული გამიჯვნის პრინციპით.

2. პალატას უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით შექმნას სხვა სახის სავაჭრო-სამრეწველო პალატები (ერთობლივად დაფუძნებული, სპეციალურ - დარგობრივი), რომელთა საქმიანობის ა და უფლებამოსილებ ის სფერო ები განისაზღვრება მათი დაფუძნების აქტებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1695961-sakartvelos-savachro-samrewvelo-palatis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1695961-sakartvelos-savachro-samrewvelo-palatis-shesakheb/5.md
