---
title: "მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი — საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1695961-sakartvelos-savachro-samrewvelo-palatis-shesakheb/9"
law: "საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 1695961"
adopted: "2012-06-28"
consolidated_as_of: "2025-11-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი — საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-11-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1695961-sakartvelos-savachro-samrewvelo-palatis-shesakheb/9

1. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულმა სავაჭრო-სამრეწველო პალატებმა მისი ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ ამ კანონის მოთხოვნ ათა შესაბამისად ჩამოყალიბება და თავიანთი საქმიანობ ის ამ კანონ თან შესაბამისობა.

2.საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ამ კანონის შესაბამისად, მისი ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს პალატის საბჭოს ჩამოყალიბების ორგანიზება.

3.საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქონება, რომელსაც იგი ამ კანონის ამოქმედებამდე ფლობდა, განუყოფელია და არ შეიძლება განაწილდეს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ა და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს და მათ წევრებს შორის.

4.საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სავაჭრო-სამრეწველო პალატებმა უზრუნველყონ თავიანთი წესდებების ამ კანონთან შესაბამისობა მისი ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნის შესრულებამდე ძალაში დარჩეს წესდებები ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული რედაქციით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1695961-sakartvelos-savachro-samrewvelo-palatis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1695961-sakartvelos-savachro-samrewvelo-palatis-shesakheb/10.md
