---
title: "მუხლი 10 — პაციენტის უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/10"
law: "პაციენტის უფლებების შესახებ"
article: "10"
identifier: "283"
adopted: "2000-05-05"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10 — პაციენტის უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პაციენტის უფლებების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/10

პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს: ა) კომპენსაცია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომლებიც გამოწვეულია: ა.ა) პაციენტის უფლებების დარღვევით; ა.ბ) მცდარი სამედიცინო ქმედებით; ა.გ) სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების სხვა ხარვეზებით; ა.დ) სახელმწიფოს მიერ არასწორად განხორციელებული ზედამხედველობითა და რეგულირებით; ბ) სამედიცინო პერსონალის საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება ან გაუქმება; გ) სახელმწიფო სამედიცინო და სანიტარიული სტანდარტების შეცვლა. თავი II. მკურნალობისა და მოვლის უფლება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/11.md
