---
title: "მუხლი 12 — პაციენტის უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/12"
law: "პაციენტის უფლებების შესახებ"
article: "12"
identifier: "283"
adopted: "2000-05-05"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12 — პაციენტის უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პაციენტის უფლებების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/12

1. სახელმწიფო იცავს პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებას, რომლის გადაუდებლად განხორციელების გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, შესაძლებლობის შეზღუდვა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება.

2. თუ პაციენტი საჭიროებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევას, რომლის გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, შესაძლებლობის შეზღუდვა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, ხოლო სამედიცინო მომსახურების გამწევს არ შეუძლია განახორციელოს ასეთი სამედიცინო მომსახურება, იგი ვალდებულია პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელ სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება პაციენტმა მიიღოს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №860 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/13.md
