---
title: "მუხლი 16 — პაციენტის უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/16"
law: "პაციენტის უფლებების შესახებ"
article: "16"
identifier: "283"
adopted: "2000-05-05"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16 — პაციენტის უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პაციენტის უფლებების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/16

1. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებას ან უარყოფითად მოქმედებს მასზე.

2. სახელმწიფო ვალდებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან ინდივიდუალურად, მოთხოვნისამებრ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიაწოდოს მოქალაქეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაცია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/17.md
