---
title: "მუხლი 17 — პაციენტის უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/17"
law: "პაციენტის უფლებების შესახებ"
article: "17"
identifier: "283"
adopted: "2000-05-05"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17 — პაციენტის უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პაციენტის უფლებების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/17

1. პაციენტს, ხოლო მისი თანხმობის ან მცირეწლოვანების შემთხვევაში − პაციენტის ნათესავს და კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ: ა) გაეცნონ სამედიცინო ჩანაწერებს და მოითხოვონ პაციენტის შესახებ არსებულ ინფორმაციაში შესწორების შეტანა; სამედიცინო ჩანაწერებში ინახება როგორც შესწორებამდე არსებული, ისე პაციენტის, მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ახალი ინფორმაცია; ბ) მოითხოვონ სამედიცინო ჩანაწერების ნებისმიერი ნაწილის ასლი.

2. სამედიცინო ჩანაწერების გაცნობის, აგრეთვე მათი ასლის მიღების შესახებ მოთხოვნა წერილობით წარედგინება სამედიცინო დაწესებულებას. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3379 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/18.md
