---
title: "მუხლი 29 — პაციენტის უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/29"
law: "პაციენტის უფლებების შესახებ"
article: "29"
identifier: "283"
adopted: "2000-05-05"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29 — პაციენტის უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პაციენტის უფლებების შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/29

პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში სამედიცინო მომსახურების გამწევის ჩარევა აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა: ა) ჩარევა აუცილებელია პაციენტის დაავადების დიაგნოსტიკის, მისი მკურნალობისა და მოვლისათვის. ამ შემთხვევებში პაციენტის თანხმობა აუცილებელი პირობაა; ბ) საფრთხე ექმნება პაციენტის ოჯახის წევრთა ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს; გ) პაციენტის ან/და მისი ოჯახის წევრის მიმართ ხორციელდება ქალთა მიმართ ძალადობა ან/და ოჯახში ძალადობა და არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება, თუკი ჩარევა აუცილებელია პაციენტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2691 - ვებგვერდი, 31.10 .2014 წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №775 - ვებგვერდი, 25.05.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/30.md
