---
title: "მუხლი 36 — პაციენტის უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/36"
law: "პაციენტის უფლებების შესახებ"
article: "36"
identifier: "283"
adopted: "2000-05-05"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36 — პაციენტის უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პაციენტის უფლებების შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/36

1. მშობიარეს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის და ნაყოფისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. მშობიარეს არა აქვს უფლება უარი თქვას ისეთ სამედიცინო მომსახურებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ცოცხალი ნაყოფის დაბადებას და რომელიც მშობიარის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მინიმალური რისკის მატარებელია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/37.md
