---
title: "მუხლი 6 — პაციენტის უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/6"
law: "პაციენტის უფლებების შესახებ"
article: "6"
identifier: "283"
adopted: "2000-05-05"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6 — პაციენტის უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პაციენტის უფლებების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/6

1. პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, გენეტიკური მემკვიდრეობის, რწმენისა და აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი განწყობის გამო აკრძალულია.

2. ამა თუ იმ დაავადებასთან დაკავშირებით პაციენტის უფლებების შეზღუდვის პირობებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16978-patsientis-uplebebis-shesakheb/7.md
