---
title: "მუხლი 10. ზედამხედველის, შემფასებლის, აკადემიური პერსონალისა და ინსტრუქტორის კვალიფიკაცია — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/10"
law: "მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 1698958"
adopted: "2012-06-29"
consolidated_as_of: "2018-09-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. ზედამხედველის, შემფასებლის, აკადემიური პერსონალისა და ინსტრუქტორის კვალიფიკაცია — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2018-09-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/10

1. ზედამხედველს, შემფასებელს, აკადემიურ პერსონალსა და ინსტრუქტორს, რომლებიც ხელმძღვანელობენ წვრთნას საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებაში, უნდა ჰქონდეთ სათანადო უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება, ასევე თევზსაჭერ გემზე სამეთაურო შემადგენლობის წევრად მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი ან სუპერინტენდანტად მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი ან სამეცნიერო ხარისხი სპეციალობის მიხედვით.

2. ზედამხედველის, შემფასებლის, აკადემიური პერსონალისა და ინსტრუქტორისათვის წასაყენებელ დამატებით მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/11.md
