---
title: "მუხლი 11. კანდიდატისათვის დაწესებული ზოგადი მოთხოვნები — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/11"
law: "მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 1698958"
adopted: "2012-06-29"
consolidated_as_of: "2018-09-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. კანდიდატისათვის დაწესებული ზოგადი მოთხოვნები — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2018-09-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/11

1. სააგენტო საქართველოს მოქალაქესა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ანიჭებს თევზსაჭერი გემის სამეთაურო შემადგენლობის წევრის წოდებას, თუ: ა) იგი არის არანაკლებ 18 წლისა; ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობით აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; გ) აქვს უმაღლესი ან პროფესიული საზღვაო განათლება მართვის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად; დ) აქვს უმაღლესი ან პროფესიული საზღვაო განათლება ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად; ე) აქვს შესაბამისი სერტიფიკატები; ვ) აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.

2. მეთევზე-მეზღვაურებმა, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში, თანამდებობრივი მოვალეობის მოთხოვნათა ფარგლებში უნდა იცოდნენ ინგლისური ენა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება შკიპერსა და თევზსაჭერი გემის უფროს მექანიკოსზე, რომელიც უნდა იყოს არანაკლებ 20 წლისა.

4. მართვის დონესა და ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც დასაქმებული არიან 24 მეტრი და ნაკლები სიგრძის თევზსაჭერ გემებზე სანაპირო წყლებში, არ მოეთხოვებათ უმაღლესი საზღვაო განათლება.

5. კანდიდატი, რომელსაც აქვს ამ კანონის საფუძველზე გაცემული მოქმედი კომპეტენციის სერტიფიკატი და შესაბამისი ნაოსნობის სტაჟი, კომპეტენციის სერტიფიკატის განახლებისას არ საჭიროებს განმეორებით გამოცდის ჩაბარებას, თუ მოქმედი კომპეტენციის სერტიფიკატი გამოცდაზე მისაღებ კომპეტენციის სერტიფიკატზე მაღალი ან იმავე დონისაა.

6. კანდიდატისათვის წასაყენებელ დამატებით მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/12.md
