---
title: "მუხლი 13. მეთევზე-მეზღვაურთა რეგისტრაცია და აღრიცხვა — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/13"
law: "მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 1698958"
adopted: "2012-06-29"
consolidated_as_of: "2018-09-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. მეთევზე-მეზღვაურთა რეგისტრაცია და აღრიცხვა — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2018-09-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/13

1. სააგენტო აღრიცხავს შკიპერის, ოფიცრისა და რიგითი შემადგენლობის ყველა კომპეტენციის სერტიფიკატს, მათ შორის, გაცემულ, ვადაგასულ, ვადაგაგრძელებულ, შეჩერებულ, გაუქმებულ, დაკარგულ და განადგურებულ სერტიფიკატებს, სერტიფიკატში აღნიშნული შესაბამისი შეზღუდვის მითითებით.

2. ამ კანონის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატების შესახებ ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.

3. გემთმფლობელი ვალდებულია აწარმოოს მეთევზე-მეზღვაურთა საბუთებისა და მონაცემების აღრიცხვა, შენახვა და ოფიციალური მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს მათი სააგენტოსათვის წარდგენა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/14.md
