---
title: "მუხლი 14. გემთმფლობელის პასუხისმგებლობა — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/14"
law: "მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 1698958"
adopted: "2012-06-29"
consolidated_as_of: "2018-09-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. გემთმფლობელის პასუხისმგებლობა — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

> Text consolidated as of 2018-09-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2018-09-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/14

1. შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის არმქონე მეთევზე-მეზღვაურის სამუშაოდ დაქირავება იწვევს გემთმფლობელის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის შესაბამისად.

2. გემთმფლობელი ვალდებულია თევზსაჭერი გემის უფროსი სამეთაურო შემადგენლობიდან დანიშნოს თევზსაჭერ გემზე მეთევზე-მეზღვაურთა მომზადებისთვის პასუხისმგებელი პირი.

3. გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობის მეთევზე-მეზღვაურებით დაკომპლექტება, რომელიც განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1698958-metevze-mezghvaurta-ganatlebisa-da-sertipitsirebis-shesakheb/15.md
